პროექტები
მთავარი პროექტები
Hotel at Chakhrukhadze

2022 წლის ბოლოს თბილისის ცენტრში ახალი, მაღალი კლასის კონცეპტუალური ბუტიკური ტიპის სასტუმრო გაიხსნება. ობიექტი ქალაქის ერთ-ერთ ტურისტულად მიმზიდველ უბანში - ჩახრუხაძის ქუჩაზეა განთავსებული და 34 მაღალი კლასის ნომერს, რესტორანს, კაფეს და ღია სივრცეებს გააერთანებს. სასტუმრო გათვლილი იქნება მაღალი სეგმენტისა და მხარჯველუნარიან ტურისტებსა და ბიზნეს ვიზიტორებზე, რომლებიც ნაცვლად კლასიკური ტიპის 5 ვარსკვლავიანი სასტუმროებისა, ეძებენ ადგილობრივ, კონცეპტუალურ ბრენდებს განსხვავებული დიზაინით, ისტორიითა და ღირებულებით. მისი დიზაინის კონცეფცია სხვადასხვა მწერლებისა და წიგნების ირგვლივ ტრიალებს. სასტუმრო მორგებული იქნება ყველა აუცილებელ საერთაშორისო სტანდარტზე. სასტუმროს მფლობელი კომპანია ,,მეტრა პრაიმი" აშენებს.